2018-12-19 12:02:58
„მანჩესტერის იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერს მოისაზრებენ.

ეს ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯერ კიდევ სამშაბათს გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია წაშალა. მიუხედავად ამისა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის მწვრთნელად დანიშვნა მაინც მოსალოდნელია.

„იუნაიტედში“ გატარებულ 11 სეზონში სოლსკიაერმა 126 გოლი გაიტანა და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ბაიერნის კარში გამარჯვების გოლი იყო.

სოლსკიაერი ამჟამად ნორვეგიული "მოლდეს" მწვრთნელია და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიოს შეცვლის.

ამავე თემაზე