2018-12-18 14:21:48
„საერთოდ რატომ იყო სამადაშვილი იურიდიულ კომიტეტში“ - ბესელია

სალომე სამადაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტიდან გასვლის გადაწყვეტილებას ეკა ბესელია ეხმაურება და ამბობს, რომ გაუგებარია რატომ იყო სამადაშვილი მისი კომიტეტის წევრი.

„არ მონაწილეობენ კანონპროექტების განხილვაში, ყველაზე ხშირად აცდენენ სხდომებს და თუ მოდიან მოდიან დებოშის მოსაწყობად. ჩემთვის გაუგებარია საერთოდ რატომ იყო სალომე სამადაშვილი კომიტეტის წევრი. რაც შეეხება კახიშვილს ის ადეიშვილთან მუშაობას არის მიჩვეული და კანონის პატივისცემა უჭირს. რეგლამენტის დარღვევის შესაძლებლობას ვერავის მივცემ. პოლიტიკური განცხადებებისთვის სხვა სივრცე არსებობს„ - აცხადებს ეკა ბესელია.

"ევროპული საქართველოს" წევრებმა ოთარ კახიძემ და სალომე სამადაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მიეცათ და მიკროფონები გაუთიშეს. განცხადებები პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებას, დავით კირკიტაძის დაკავებას და კახეთში განვითარებულ სხვა მოვლენებს ეხებოდა. მალევე სალომე სამადაშვილმა განაცხადა რომ მიიღო გადაწყვეტილება საერთოდ აღარ იმუშაოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და გეგმავს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გადაინაცვლოს.

ამავე თემაზე