2018-12-17 19:09:24
შს სამინისტრო კირკიტაძის დაკავების და კახეთში მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)

შს სამინისტრო კირკიტაძის დაკავების და კახეთში მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს. კადრები ორ ნაწილად არის დამონტაჟებული. პირველი ნაწილი იმ ფაქტს ასახავს, როდესაც დავით კირკიტაძე ავტობუსში შესვლას ფანჯრიუდან ცდილობს. 

მეორე ნაწილი კი მის პოლიციის შენობაში მიყვანას ასახავს. 

ვიდეომასალას თან გასდევს ტექსტი, სადაც ენმ-ს წევრისთვის წარდგენილი ბრალია განმარტებული. 

დავით კირკიტაძეს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება ედება. ასევე ნათქვამია, რომ დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე საგარეჯოში მაშინ დააკავეს, როდესაც ის თბილისში მოემართებოდა. კირკიტაძე ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად საავადმყოფოში აქციაზე ნაცემი შოთა დალაქიშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 

ამავე თემაზე