2018-12-17 19:03:30
კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, არ არის ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ - ვაშაძე 

„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, დავით კირკიტაძე არ არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ - ამ განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, დავით კირკიტაძის დაკავება შეაფასა. 

„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, დავით კირკიტაძე არ არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და, რა თქმა უნდა, უნდა დაიჭირონ. დავით კირკიტაძე არ არის ის ზონდერები, რომლებიც დაგვახვედრეს გურჯაანთან და რომლებმაც, თითქმის, სასიკვდილოდ სცემეს ჩვენი ორი მხარდამჭერი ჩაქუჩებით, რომლებიც ახლა გურჯაანის საავადმყოფოში არიან. დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და, შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როდესაც მას კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს საშუალება, მშვიდობიანი, ზუსტად ისეთივე, როგორც 2018 წლის 2 დეკემბერს ჩავატარეთ რუსთაველზე, ისეთი მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების, და შემდეგ დაშლის და სახლში დაბრუნების, რაც გავაკეთეთ,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე