2018-12-14 13:47:48
2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი და ამას ასახავს სტრასბურგის გადაწყვეტილება- კობახიძე

ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ინტენსიურად მუშაობდა იუსტიციის სამინისტრო, იმისათვის, რომ სათანადო შედეგისთვის მიგვეღწია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ზოგადად ეფუძნება იმ რეალობას, რომელიც იყო 2008 წელს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ომში აგრესორი იყო რუსეთის ფედერაცია და ზუსტად ამას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ძალისხმევა ქართული მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ზუსტად ამის შედეგია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

ამავე თემაზე