2018-12-13 10:28:39
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგელი ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტის მომწყობის, შერიფ შეკატის ფოტო მედიაში გაავრცელა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად  მოსახლეობას დახმარებისთვის მიმართა. პოლიცია აფრთხილებს ხალხს, რომ საქმე სახიფათო დამნაშავეს ეხება და აღმოჩენის შემთხვევაში თავად არ სცადონ მისი დაკავება, არამედ დაურეკონ სამართალდამცავებს. შეკატი 29 წლისაა და მისი სიმაღლე 180 სანტიმეტრია. სამშაბათს სტრასბურგის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე 27 ჯერ ნასამართლებმა  მამაკაცმა სროლა მოაწყო. დაიღუპა 3 და 13 დაშავდა.
ამავე თემაზე