2018-12-12 14:30:58
სახეს ჩაგილეწავთ - ინაშვილი მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდა (ვიდეო) 

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - ინაშვილი მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა. ირმა ინაშვილმა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. 

"ხმა ჩაიკმინდე და იჯექი ჩუმად"- მიმართა ინაშვილმა მელიას. მას შემდეგ რაც ენმ-ს დეპუტატი ინაშვილის მოწოდებას არ დაემორჩილა და საუბარი გააგრძელა, ინაშვილი მასთან მივიდა. პროცესში მანდატურის ჩარება გახდა საჭირო. 

ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში მმართველი გუნდის წევრებიც ჩერივნენ. მელიას ხელი დაარტყა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა. დარბაზში გაგრძელებულ ჩხუბში ისევ ჩაერთო "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მელიას დარბაზს გარეთ გასვლა და საქმის იქ გარკვევა მოსთხოვა. 

"მართლა ღირსი ხარ სახე ჩაგილეწო" - მიმართა ირმა ინაშვილმა ნიკა მელიას.  

 

ამავე თემაზე