2018-12-12 12:33:37
ახალი ისტორია კრივში - ტრანაგენდერმა მოკრივემ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ისტორიაში, ტრანსგენდერმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე გამარჯვება მოიპოვა. პეტ მანუელი პირველი ტრანსგენდერი მოკრივეა, რომელმაც პროფესიულ დონეზე ორთაბრძოლის მოგება შეძლო.

33 წლის მანუელი კრივით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკვე რამდენიმე წელია რაც დაკავებულია. საკუთარი პირველი ბრძოლა მან მექსიკელ მოკრივესთან, ჰუგო აგილართან გამართა და ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა.

ნახევრად საშუალო წონაში ბრძოლა პატრისიო მანუელსა და უგო აგილარს შორის კალიფორნიაში გაიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, მანუელი ქალი იყო და აშშ-ის ნაკრებშიც კი ირიცხებოდა.

ამავე თემაზე