2018-12-12 11:11:27
"ლაჩრული და ვერაგული" - "მათ ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას" (ვიდეო)

პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ლაჩრული და ვერაგულია- ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლების ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს. კანონპროექტს აბაშიშვილის მწვავე შეფასება მოჰყვა და აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია:

"ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც." ამბობს აბაშიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე და "ამდენ უბადრუკ მცდელობას, ადგნენ და გააუქმონ ეს ინსტიტუტი", აცხადებს აბაშიშვილი.

კანონპროექტის ავტორებს კი ურჩევს კონსულტაცია გაიარონ იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან.

"მათ ამ მაღალი დონის პროფესიონალებთან, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, პროფესიული საუბარი გაუჭირდებათ, ამიტომ იღებენ ასეთ ლაჩრულ გადაწყვეტილებას." ამბობს აბაშიშვილი.

 

ამავე თემაზე