2018-12-10 11:28:50
ბახტაძე მიდის - გახარია თუ ცქიტიშვილი?- ცვლილებები მთავრობაში?

პარლამენტის თავმჯდომარის უარყოფის მიუხევადა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ არის დაგეგმილი, სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრები მედიასთან ღია და პირად საუბრებში მოსალოდენელ ცვლილებებეს არ უარყოფენ. უმრავლესობის წარმომადგენლები პირად საუბრებში იხსენებენ მათივე ლიდერის დაანონსებულ ცვილილებებს, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ საუბრობდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები შესაძლოა ინაუგურაციის შემდეგ, ახალ წლამდე, ან ახალი წლის დღეებში განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში მთავრობის ცვლილების პრაქტიკა ქვეყანაში უკვე არსებობს. სწორედ ახალი წლის წინა დღეებში დაწერა გადადგომის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა.

არაოფიციალური ინფორმაციით,  შესაძლოა ღარიბაშვილის მსგავსად დატოვოს თანამდებობა მამუკა ბახტაძემ და მისი ადგილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს.  მეორე ვერსიად კი ბახტაძის შემცვლელად კვლავ მაია ცქიტიშვილი სახელდება.

გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში მის ადგილს ალეკო ტაბატაძე დაიკავებს.

როგორც უკვე ცნობილია, აქტიურად საუბრობენ თავდაცვის მინისტრის შეცვლაზე. გავრცელებულ ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში ლევან იზორიას  იმერეთი გუბერნატორი, შავლეგო ტაბატძე შეცვლის.

ასევე შესაძლოა თანამდებობა დატოვო ფინანასთა მინისტრმა და მაჭავარიანი მისმა მოადგილე, 2030-ის ყოფილმა ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დაიკავოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა შესაძლოა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც  დატოვოს.

ასევე შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს ძალოვან უწყებაში და სუს-ის უფროსი ვატხანგ გომელაური მისმა მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილმა ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, რომ ინფრმაცია არაოფციალურია და ცვილებებთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

ამავე თემაზე