2018-12-08 15:36:53
IBSU-ს საჩივარს სააპელაციო საბჭო განიხილავს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, მოითხოვს, გაუქმდეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც უნივერსიტეტს პირველი კურსების მიღების უფლება შეუჩერდა. მიზეზად ჯარიმის გადახდა სახელდებოდა, თუმცა, სასწავლებელმა დავალიანება უკვე დაფარა.

რექტორის შეფასებით, არ არსებობს რაიმე სახის საფუძველი, რომ საბჭომ ეს გადაწყვეტილება არ შეცვალოს.

IBSU-ს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სტუდენტებს შავი ზღვის უნივერსიტეტში მობილობის შესაძლებლობას მისცემენ.  

„თვეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით, რომ ეს სტუდენტები დაბრუნებულიყვნენ ჩვენს უნივერსიტეტში, სადაც არჩევანი გააკეთეს. რამდენიმე ეტაპი გავლილი გვაქვს უკვე, დღეს არის ბოლო დღე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს აუცილებლად დადებითად იქნება ეს გადაწყვეტილება და ჩვენ შეგვეძლება, ვიმუშაოთ იმაზე, რომ მეორე სემესტრიდან იმ სტუდენტებს მივცეთ შანსი, სადაც უნდოდათ სწავლა და დაბრუნდნენ ჩვენს უნივერსიტეტში,“ - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ

ამავე თემაზე