2018-12-06 21:30:19
ახალი გზა რუსეთთან-შატილის გავლით ჩეჩნეთში
"გზა იტუმ-კალიდან შატილში, რომელიც რუსეთის ჩეჩნეთს საქართველოსთან აკავშირებს თითქმის მზად არის. ის ორ ქვეყანას შორის, ასევე ირანთან და სომხეთთან ტვირთბრუნვას გააძლიერებს"-ამის შესახებ სახელმწიფო ტელეკომპანია "გროზნიმ" რეპორტაჟი მოამზადა.  სადაც სატრანსპორტო გზის ისტორია, თანამედროვეობა და პერსპექტივებია მოთხრობილი. რეპორტაჟის ავტორების ცნობით, დამაკავშირებელი გზა საქართველოს საზღვრამდე უკვე მიყვანილია. მისი მშენებლობა საქართველომ შეაჩერა, რადგან " იმ წლებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თავშესაფარი ნახეს". რეპორტაჟში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ამ სატრანსპორტო კორიდორზე მუშაობას უარყოფს. 2018 წლის იანვარში ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმაც მხარდაჭერა აღუთქვა ამ გზას. მან განაცხადა, რომ მოვა დრო, როცა გზაზე ნანგრევებს გაასუფთავებენ და ის ორ ქვეყანას დააკავშირებს, ასევე შესაძლოა რკინიგზის ამოქმედებაც, რომელიც რუსეთს, საქართველოს გავლით, თურქეთთან დააკავშირებს.
ამავე თემაზე