2018-12-06 19:09:21
2000 ადამიანი უმუშევარი რჩება- იანვრიდან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შესაძლოა გაჩერდეს

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა იანვრიდან მუშაობა შეაჩეროს. სამუშაო გარეშე რჩება 2000 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ4 ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებას კი საწარმოში ჯერ ჯერობით არ აკეთებენ. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, პირველი ღუმელი ქარხანაში ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და საწარმო სრულად მუშაობას სავარაუდოდ 15 იანვარს შეწყვეტს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, მაგრამ დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.

წყარო tv4.ge

ამავე თემაზე