2018-12-06 18:26:08
ბაღების აღსაზრდელები შესაძლოა კვების გარეშე დარჩნენ- ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ სურს

საჯარო ბაგა-ბაღების 61 ათასი აღსაზრდელი შესაძლოა ახალი წლიდან კვების გარეშე დარჩეს. დედაქალაქის მერიამ კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მსურველი არ ჩანს. ტენდერის დასრულების ვადა 22 დეკემბერია. ტენდერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს შპს"ნილი", რომელიც ბაღების აღსაზრდელების კვებაზე ამჟამად ზრუნავს და, რომელიც არაერთხელ გაეხვა სკანდალში,

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 1 აღსაზრდელზე დღეში კვლავ 3.24 ლარი უნდა დახარჯოს. სწორედ ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

ამავე თემაზე