2018-12-06 17:46:38
ლგბტ აქტივისტის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ პირი 1 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ბესიკ დანელია, რომელმაც ლგბტ აქტივისტის, ლევან ბერიანიძეს "კავკასიის" ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი ლარით დააჯარიმა

"სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, პიდარასტების მორალი შეფასდა ერთ ლარად... მან ამ გადაწყვეტილებით ყველაფერი ნათლად უთხრა ლევან ბერიანიძესაც და ამ იდენტობასაც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, რომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით ცდილობენ შექმნან პრეცენდენტები ვითომ ისინი იჩაგრებიან", - ამბობს დანელია On.ge-სთან საუბრისას

თავად ლევან ბერიანიძე ფეისბუქზე წერს, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები ლგბტ ჯგუფის წევრებს უბიძგებს თავიანთი უფლებების დასაცავად არ იბრძოლონ.

"ლგბტ ადამიანების საჯაროდ შეურაცხყოფა ერთი ლარი ღირს. და მერე გაგვიკვირდება რატომ გარბის ლგბტ თემი საქართველოდან და რატომ არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს?!" - ამბობს ბერიანიძე.

ამავე თემაზე