2018-12-06 17:23:43
"არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა"

არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა, -აცხადებს ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილი. რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ბატონის სასახლის ციხე-გალავნის რა ნაწილში იქნება ცერემონია, თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ზედა ნაწილი ჯობია, რადგან იქიდან კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე მეფის სასახლე.

„ზედა ნაწილი უკეთესია, კადრში შეიძლება ერთდროულად მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე საერო ნაგებობა, მეფის სასახლე. ამ ორივეს იმდენად სერიოზული ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, კარგი იქნება ორივე ხვდებოდეს კადრში.

არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა. აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა და ისეთი ტიპის დეკორი, რომელიც შეიძლება ადრე გამოგვიყენებია. აქ იმდენად ძირძველი, ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, რომ აქედან შორს წასვლა არ შეიძლება, ყველანაირად ვეცდები აუთენტურობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

ამავე თემაზე