2018-12-06 16:45:16
ამ დროისთვის სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს - ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრის ხელთ არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის სოფელ ატოცთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს.

,,ბოლო ინფორმაციით არანაირი სხვა სამუშაოები არ მიმდინარეობს სოფელ ატოცში ან სხვა მონაკვეთზე, რომელიც უკანონო ბარიკადების მშენებლობას უკავშირდება. როდესაც ამ მცდელობას ქონდა ადგილი მე პირადად გახლდით დაუყოვნებლივ ჩასული სოფელ ატოცში, რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტები ავამოქმედეთ იმისთვის, რომ კონკრეტულად იმ მონაკვეთში ეს პროცესი შეჩერებულიყო. თუმცა მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდრე ერთი სანტიმეტრი საქართველოს მიწის არის დასერილი მავთულხლართით, ჩვენი სამუშაო მუდმივად იქნება ის, რომ ეს მავთულხლართები დაიშალოს.“ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომსაოკუპაციო რეჟიმის მიერ  საქართველოს ტერიტორიების მიტაცება  შეწყდეს.

,,რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, კონკრეტულ დღესა თუ მონაკვეთში ხდება  თუ არა რაიმე მავთულხლართის გავლება ან სხვა ბარიკადების აღმართვა, ჩვენი სამუშაო არ დუნდება და მიმართულია იქითკენ, რომ შეკავდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები. ამისათვის ჩვენ ჩვენს საქმეს ყოველდღიურად ვაკეთებთ და მე გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არ მოდუნდება საქართველოს ხელისუფლება ვიდრე ეს ამოცანა არ იქნება მიღწეული.’’

ამავე თემაზე