2018-12-06 16:37:55
"გაიქცნენ, შეეშინდათ ინაუგურაციის თბილისში ჩატარება...800 ათას კაცს ეუბნები, რომ გამარჯვებული ხარ და კიდე შეგიძლია შემომიტიო" (ვიდეო)

გაიქცნენ, აღიარეს, რომ შეეშინდათ ინაუგურაციის თბილისში ჩატარება- ასე აფასებს საპრეზიდენტო ფიცისა დაე3ბის ღონისძიების თელავში ჩატარების გადაწყვეტიელბას პაატა ზაქარეიშვილი. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ყოფილი მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ იმ დღიდან, როდესაც ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტი უზენაესი ორგანო ხდება ხელისუფლება "პარლამენტიდან გარბის".

"რა მესიჯს ეუბნები 800 ათას კაცს, რომელიც გრძნობს რომ გამარჯვებულია? ეუბნები, რომ შენ გამარჯვებული ხარ და კიდე შეგიძლია შემომიტიო, ძალინ ცუდი პოზიციებით იწყებენ ესენი რეფორმებს" განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" 

 

 

ამავე თემაზე