2018-12-06 11:15:16
"გადადგომა გამორიცხულია" - იზორია

თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს ღონისძიებაზე განუცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს ეხება.

"მე ჩემს გეგმებზე გესაუბრებით და ლოგიკური დასკვნები თავად გამოიტანეთ", - განაცხადა იზორიამ.

შეკითხვაზე,  გამორიცხულია თუ არა თანამდებობის დატოვება, იზორიამ ასე უპასუხა: "დიახ, გამორიცხულია".

ამავე თემაზე