2018-12-03 14:13:58
ჩამოართვა თუ არა საფრანგეთმა სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეობა? (ვიდეო)

გრიგოლ ვაშაძე კითხვას სვამს- ჩამოართვა თუ არა საფრანგეთმა სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა? ვაშაძის თქმით, ზურაბიშვილმა აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი კი თქვა, მაგრამ დაუკმაყოფილა თუ არა ქვეყანამ მას მოთხოვნა, ეს ცნობილი არ არის. ვაშაძე ამბობს, რომ დადსტურებას საფრანგეთის საელჩოსგან მოითხოვენ

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს განცხადება "ტვ პირველზე" გადაცემა "დღის ამბებში" გააკეთა, სადაც მარგველაშვილ-ზურაბიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა. ვაშაძე ამბობს, რომ დღეს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვდება მოქალაქე ზურაბიშვილს და ეს "მათი პირადი საქმეა"

ამავე თემაზე