2018-11-30 14:08:10
კაშიას ჰოლანდიელები სპეციალური ღონისძიებით გააცილებენ

გურამ კაშია არნემის „ვიტესს“ ოფიციალურად 1 დეკემბერს დაემშვიდობება. ჰოლანდიური კლუბის გადაწყვეტილებით არნემში სპეციალური ღონისძება გაიმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი დაესწრება.

გურამ კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული, ჰოლანდიის თასი, სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო.

კაშია ღონისძიებაზე დასასწრებად ჰოლანდიაში ბრუნდება. ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ფოტოც გამოაქვეყნა სადაც არნემში „დაბრუნებას“ გამოეხმაურა. “Almost in Arnhem”- წერს ფეხბურთელი.

ამავე თემაზე