2018-11-30 10:54:38
"პრივატიზაციის მომხრე ვართ, მაგრამ კარგად დასაფიქრებელია"- ​“საქართველოს ბიზნესაოსციაციის” აღმასრულებელი დირექტორი

​“საქართველოს ბიზნესაოსციაციის” აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს რკინიგზის პრივატიცაზიის მომხრეა, თუმცა, როგორც ირაკლი ასლანიშვილი ამბობს, ამ ნაბიჯის გადადგმამდე მთავრობა კარგად უნდა დაფიქრდეს. 

„ზოგადად პრივატიზაციის მომხრე ვართ. ამ შემთხვევაში ეს უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია. რკინიგზასთან დაკავშირებით წარსულშიც გვახსოვს აქტიური კომუნიკაცია მის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ძალიან მწირი ინფორმაციაა, როგორ იგეგმება მისი გასხვისება. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ამიტომ კარგად იქნება დასაფიქრებელი რა ფორმით და როგორი ნაბიჯებით მოხდება რკინიგზის პრივატიზება“,- აცხადებს ასლანიშვილი. 

საქართველოს ფოსტის პრივატიზება გადაწყვეტილია, რკინიგზისა და სახელმწიფო ელექტროსისტემაში სახელმწიფო წილების გაყიდვა კი მხოლოდ განხილვაშია,- ეს განმარტება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ამავე თემაზე