2018-11-28 17:15:15
საია მარნეული 49-ე უბანზე კენჭისყრის შეჩერებას და შედეგების გაუქმებას ითხოვს - საგანგებო განცხადება (ვიდეო)

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მარნეულის ნომერ 49-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეჩერებას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. საგანგებო განცხადება საია-ს თავმჯდომარემ გააკეთა. 

სულხან სალაძის თქმით, მარნეულში, 49-ე უბანზე არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტი. სალაძემ ფოტო მასალა წარადგინა, სადაც ჩანს, რომ პირი ჯერ 11 საათზე, შემდეგ კი 15 საათზე აძლევს ხმას. ასევე ერთმა პირმა 49-ე უბანზე მისცა ხმა, როდესაც რეგისტრირებული იყო 48-ე საარჩევნო უბანზე. მარკირება გავლილმა 5-მა პირმა განმეორებით სცადა ხმის მიცემა. 

საია ცესკოს მიმართავს და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. 

„საია მარნეულის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილობას ითხოვს. მარნეულის 49-ე უბანზე დაფიქსირდა სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი.

„საია-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, 49-ე უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა, სანან ბადაოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის. საია-ის დამკვირვებლის მიერ სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელი და გვარით სანანი ბადაოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე,“ - განაცხადა სალაძემ.

ამავე თემაზე