2018-11-28 16:21:35
არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი - კობახიძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, საარჩევნო აქტივობას აფასებს. კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. მისი თქმით, აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას არსებულ აქტივობასაც კი აჭარბებს. 

„3 საათის მონაცემებით, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება. იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა. აქაც ნახავდით, რომ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიაში, „რუსთავი 2“-ში იყო აბსოლუტურად კომიკური ვითარება, როდესაც ე.წ. ჟურნალისტები ცდილობდნენ წარმოეჩინათ, თითქოს იყო დაბალი აქტივობა. ამაზე იყო საუბარი დილიდან და ეს იყო კომიკური. არის უპრეცედენტო აქტივობა, რომელიც აჭარბებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი. იმ ტყუილებს, რომელიც დილიდან ვრცელდებოდა არ აქვს არანაირი საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე