2018-11-26 17:50:37
სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სტამბოლში CACCI-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში აზია წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) რიგით 32-ე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მიიღო. ღონისძიება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ თაიფ  ერდოღანის პატრონაჟით გაიმართა.

ნინო ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციის პირველ სესიაში, რომელიც  აზია წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) პლატფორმის  ფარგლებში ქალთა მეწარმეობის განვითარებას შეეხებოდა. ასევე,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჩართული იყო  კონფედერაციის საბჭოს მუშაობაში.

ღონისძიების მიმდინარეობისას  კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად, ინდური „მოდი ენთერფრაიზის“ აღმასრულებელი დირექტორი სამირ მოდი აირჩიეს. მანამდე ამ თანამდებობას  ორი  ვადით (4 წლის განმავლობაში)  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი  ჯემალ ინაიშვილი იკავებდა.აზია-წყნარი ოკეანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციას (CACCI) 28 მუდმივი  წევრი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და ბიზნეს-ასოციაციებს წარმოადგენენ, მათ შორის არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. აღნიშნული გაერთიანება 1966 წელს დაარსდა და არის არასამთავრობოორგანიზაცია, რომელიცემსახურებაბიზნესისმხარდაჭერასრეგიონში, რეგიონულიბიზნეს-კავშირებისგაძლიერებას, რეგიონისეკონომიკურზრდას.  აზია-წყნარი ოკეანეთის ქვეყნები მსოფლიო მოსახლეობის 40 %-ს და მსოფლიო ეკონომიკის 23 %-ს წარმოადგენენ.
 

რიგით 32-ე კონფერენცია თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსან პეკჩარმა,  კონფედერაციის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა  ჯემალ ინაიშვილმა და   თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტმა რიფატ ჰისარჩიქლიოღლუმ გახსნეს, რომელიც აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას მეორე ვადით აირჩიეს კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დაჯილოვების ცერემონიალიც, სადაც  აზია წყნარი-ოკანეთის ქვეყნების ახალგაზრდა მეწარმე    და ადგილობრივი სავაჭრო პალატა დააჯილდოვეს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ჰონგ-კონგისა და მონღოლეთის ბიზნეს-დელეგაციებმა, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას თბილისში გადმოინაცვლეს. დელეგაციებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში მონღოლეთისა და ჰონგ-კონგის კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო უწყებებისა წარმომადგენლებთან,  დაგეგმილია ვიზიტები  საჯარო დაწესებულებებში მუშაობის სპეციფიკის გასაცნობად. 

 

ამავე თემაზე