2018-11-26 09:46:33
ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დღეს იღებენ. ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა - ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალიზე”.

ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. ერთ ბაზაზე რეგისტრირებულია 752 სამხედრო მოსამსახურე, მეორეზე - 144. ს

რაც შეეხება კომისიის წევრებს, ორივე უბანზე 11-11 კომისიის წევრია. ერთ უბანზე პარტიამ, ხოლო მეორე უბანზე ოლქმა არ დანიშნა კომისიის წევრი. გარდა ამისა, ამ უბნებზე არ არიან დამკვირვებლები და პარტიის წარმომადგენლები

ამავე თემაზე