2018-11-21 17:55:19
ვითიბი ბანკი მომხარებელს სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ პროდუქტს სთავაზობს

დღეიდან ვითიბი ბანკში, შესაძლებელი გახდა კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა. სპეციალურად ვითიბი ბანკის მომხარებელისთვის შექმნილი სადაზღვეო პაკეტის შეძენა დღეში ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი. სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 50 000 USD/EURO ჯამურ ლიმიტს, მსოფლიოს 200 ქვეყანაში წამყვანი ასისტანს კომპანიის - Europ Assistance-ის მომსახურებას და 24/7-ზე ონლაინ კონსულტაციას ითვალისწინებს. დამატებით შესაძლებელია: ბარგის დაკარგვის, ფრენის დაგვიანების, ფრენის დროს მიღებული ტრავმის ანაზღაურება, და ასევე ვიითიბი ბანკის ბარათის დაზღვევა.

ამავე თემაზე