2018-11-21 12:06:55
თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „MadeinBelarus” გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ბელარუსული პროდუქციის გამოფენა „MadeinBelarus” გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს   საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ბიზნეს-ფორუმი „საქართველო – ბელარუსი: თანამშრომლობისპერსპექტივები“ გაიმართა. ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 22 ნოემბრამდე გასტანს,   სოფლისმეურნეობისადაკვებისმრეწველობისსაერთაშორისოგამოფენის "AGRO FOOD DRINK TECH EXPO" ფარგლებში იმართება. ღონიეძიების ორგანიზატორები არიან: ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენის უნიტარული საწარმო „ბელინტერექსპო“,   ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო  საქართველოში და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

გამოფენისა და ბიზნეს-ფორუმის გახსნის ღონისძიებაში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მიხეილ მიატლიკოვმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ და  გამოფენის უნიტარული საწარმოს „ბელინტერექსპო“–ს დირექტორმა  ევგენი ვედენსკიმ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსხვილი  ბელარუსული  საწარმოები, რომელთა შორისაც არიან სასოფლო-სამეურნეოტექნიკის მწარმოებლები, ასევე, რძის, ხორცისდახილ-ბოსტნეულისპროდუქციის გადამამუშავებელი  საწარმოები. მათ შორის,  ბელორუსულიმანქანათმშენებლობის ფლაგმანი – ჰოლდინგი „გომსელმაშ“,სპეციალიზირებული საწარმო "ლიდაგროპრომმაშ", რომელიცაწარმოებს 25-ზემეტისახეობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.   პირველადსაქართველოში თავის პროდუქციას წარმოადგენსკომპანია „სმორგონისრძისპროდუქტები“, რომლის პროდუქციაც  ცნობილიაბელარუსისრესპუბლიკაშიდამის ფარგლებს გარეთ. რძის მწარმოებელი კომპანია „ბაბუშკინა კრინკა“, რომელიც 3 ახალ პროდუქტს  წარადგენს, ასევე ერთ-ერთი პოპულარული რძის მწარმოებელი ბრენდი  „მოლოჩნი გოსტინეც”, ნაყინისა და გაყინული პროდუქტის საწარმო „მოროზპროდუქტ“, ხორცის მწარმოებელი კომპანია „ოშმიანი”, ხორცკომბინატები  „ვოლკოვისკ” და  „მოგილიოვ“. წარმოდგენილია ასევე „ბაიხოვ“-ის ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო.

ღონისძიების ფარგლებში იმართება კულტურული პროგრამა ბელარუსული ანსამბლების მონაწილეობით.

ამავე თემაზე