2018-11-20 13:04:20
„გაეცანი წარმოებას“- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კამპანია გრძელდება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განაგრძობს კამპანიას „გაეცანი წარმოებას“, რომლის ფარგლებშიც პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვაანი იმერეთის რეგიონში კიდევ ერთ საწარმოს ეწვია. ამჯერად მან საკვების გადამამუშავებელი სექტორის საწარმო „ბაია ფუდი“ მოინახულა და წარმოების პროცესს ადგილზე გააეცნო.

საწარმო მცირე ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ამ ეტაპზე 17 ადგილობრივი მოსახლეადასაქმებული. ქარხანა  ძირითადად მარცვლეულის გადამუშავებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

კამპანიის „გაეცანი წარმოებას“ ძირითადი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და საქართველოში მოქმედი საწარმოების  საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში წარმოების პროცესს ადგილზე დაათვალერებენ  და  საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიზნეს-სექტორისთვის აქტუალური პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საწარმოების მონახულება ქვეყნის ყველა რეგიონში. „გაეცანი წარმოებას“ ფარგლებში უკვე შედგა ვიზიტი თბილისში მდებარე „ხელოსნების ქალაქში“, რომელიც ავეჯის მწარმოებელი კომპაანიების კლასტერს წარმოადგენს. აღნიშნულ წარმოებას  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, გიორგი ქობულიასთან ერთად გაეცნო. ასევე,  ნინო ჩიქოვანი ქუთაისში მდებარე სამკერვალო საწარმო „ემჯიემტექსს“ ეწვია, რომელიც ძირითადად საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს. 

ამავე თემაზე