2018-11-19 15:44:43
"არანაირი 1.5 მილიარდი ამ საქმეზე არ დაიხარჯება...ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა" - "გირჩი" სესხების ჩამოწერაზე

მთავრობისა და პრემიერის ინიციატივას საბანკო ვალების ჩამოწერასთან დააკავშირებით, "გირჩი" ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკური ორგანიზაცია ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს:

"ივანიშვილის მიერ 2,000 ლარამდე გაპრობლემებული სესხების დაფარვაზე:

გასაგებია რომ ეს ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან

არანაირი 1.5 მილიარდი ამ საქმეზე არ დაიხარჯება. ამ თანხაზე აპელირება არის ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარის ნაწილი

ქართუ გამოისყიდის პრობლემურ აქტივებს გაცილებით იაფად ვიდრე ამ აქტივების საბუღალტრო წიგნში დაფიქსირებული ღირებულებაა, იმიტომ რომ: 1. მათი დიდი ნაწილი უიმედოა 2. ყიდულობს ბითუმად 3. მთავრობაა ჩარეული

არსებული კანონმდებლობით ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა

ჩვენი აზრით პოლიტიკურ ფინანსებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები არის არასწორი და უშინაარსო

რეალურად, ვისაც პოლიტიკასთან მეტნაკლებად შეხება აქვს, ისედაც ვიცით რომ ამ რეგულაციებს არანაირი შედეგი არ აქვს და ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს დიდი მოცულობით ‘შავი’ ფული

ამიტომ, ასეთი რეგულაციები არის გასაუქმებელი

აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახური არის გასაუქმებელი, რადგან ის პრაქტიკაში წარმოადგენს მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ფულის კონტროლის ინსტრუმენტს

ნებისმიერ მოქალაქეს, უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი ფული დახარჯოს ქართულ პოლიტიკაში შეზღუდვების გარეშე, გამჭვირვალედ და ზედმეტი ხელოვნური ბარიერების გარეშე

მოქალაქეებისთვისაც გასაგები უნდა იყოს ვინ იხდის, რამდენს იხდის, რაში იხდის, და ისე უნდა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან" ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.

ამავე თემაზე