2018-11-19 15:18:15
„ეს იყო იმ ადამიანების ინიციატივა, რომლებმაც განიცადეს წნეხი ნაცმოძრაობის მხრიდან“ - კობახიძე

„ეს იყო კონკრეტული ადამიანების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებმაც განიცადეს წნეხი თავის დროზე ნაცმოძრაობის მხრიდან“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ახალი აგრესიული შინაარსის ბანერების გამოჩენასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია საქმის კურსში იყო, რომ იგეგმებოდა ამ ბანერების გაკვრა, სადაც წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები არიან გამოსახული.

„ესენი არიან რეპრესირებული ადამიანები, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი საკუთარ ინვესტიციას სდებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს ნაცმოძრაობა საქართველოში. ამაზე ჩვენც ვართ ბუნებრივია, პასუხისმგებელი, ნაცმოძრაობის არდაბრუნებაზე... ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ესაჭიროებოდათ გარკვეული დახმარება მათ შორის ტექნიკური და ამ საკითხზე გვქონდა კომუნიკაციაგანაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბანერებზე, რომელიც თბილისში გამოიფინა წარწერით - “არა ნაცებს, არა ბოროტებას!”, გამოსახული არიან: - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გრიგოლ ვაშაძე. ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

ამავე თემაზე