2018-11-16 20:17:26
ჰააგაში მიმდინარე პროცესები - იუსტიციის სამინისტრო წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს ითხოვს და გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობს (ვიდეო)

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი "ტვ პირველზე" გადაცემა "პირველებში", სადაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე საქმეზე საუბრობენ,  არ მივიდა. როგორც გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს, სამინისტროდან პირობა იყო, რომ კითხვები წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული, რაზეც რედაქციამ უარი განაცხადა, შესაბამისად გადაცემაში მონაწილეობის მისაღებიდა თეა წულუკიანის უწყებიდან ოფიციალური პირი არ მივიდა. 

"სამინისტროს ამ თემაზე უნდა შეეძლოს განმარტებების გაკეთება წინასწარ დაწერილი კითხვების და პასუხების გარეშე" განაცხადა გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა გადაცემის დასაწყისში

ამავე თემაზე