2018-11-16 14:20:46
გარდაბანში ამომრჩევლის მოსყიდვა მიმდინარეობს, "ქართული ოცნება პროდუქტებს არიგებს - უგულავა (ფოტო)

გარდაბანში ამომრჩევლის მოსყიდვა პროდუქტების დარიგებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ავრცელებს. უგულავა "ფეისბუქ" გვერდზე ფოტო მასალასაც აქვეყნებს, სადაც ჩანს თუ როგორ დგას მოსახლეობის ნაწილი პროდუქტების რიგში. 

"ამ წუთას გარდაბანში მერიის (ქართული ოცნების) ორგანიზებით პროდუქტებს არიგებენ. მიდის საარჩევნო მოსყიდვა ურცხვად და დაუფარავად.  პ.ს. Кнут и пряник - პონტში პისტოკეტიც იქვე დევს,"-წერს გიგი უგულავა. 


 


 

ამავე თემაზე