2018-11-16 13:58:19
დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაზრდილა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ გააკეთა. 

ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომელის ინფომრაციითაც გუშინ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რომელიც 10 მილიონითაა გაზრდილი.

„ქართული ოცნების“ ცრუპენტელობას და ტყუილებს საზღვარი არ აქვს. იმის ნაცვლად, რომ წაგებული პირველი ტურის მერე მაინც ესწავლათ ჭკუა და ადეკვატური ბიუჯეტი შემოეტანათ. მაშინ როდესაც ლარი კატასტროფულად არის გაუფასურებული და მსყიდველობითი უნარი აქვს დაკარგული, დედაქალაქში პრობლემები დღითიდღე უფრო მწვავეა, თბილისის მერიამ მოქმედ 916 მილიონიან ბიუჯეტთან შედარებით, 45 მილიონი ლარით ნაკლები ბიუჯეტი შემოიტანა. იტყუებიან, თითქოს ბიუჯეტი გაიზარდა. ბიუჯეტის კლებაა თითქმის ყველა მიმართულებით, მაშინ როდესაც ისინი ზრდიან ბიუროკრატიას, საკუთარ ხელფასებს, შრომის ანაზღაურებას და ა.შ", - განაცხადა ნადირაძემ.

ამავე თემაზე