2018-11-16 13:31:27
ამ რეალობაში ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას სჯობს, ძალაუფლება გადანაწილდეს - ჯაფარიძე მხარს ვაშაძეს დაუჭერს 

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, არსებულ რეალობაში რეალობაში ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას სჯობს, ძალაუფლება გადანაწილდეს. 

მისივე თქმით, მიუხედავად საკუთარი გადაწყვეტილებისა, მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს მხარი, ის გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისკენ, საკუთარ მხარდამჭერებს არ მოუწოდებს. 

„ჩვენ გვაქვს „გირჩის“ მხარდამჭერების ჯგუფი. იმ მომენტისთვის იყო სადღაც 8000 ადამიანი, ახლა 10 000-მდეა, ყოველდღე იზრდება. სხვადასხვანაირი რეაქცია იყო. ბევრისთვის მომიწია ახსნა, რას ნიშნავდა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის იმის ახსნაც, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომ მე მხარს ვუჭერ ვაშაძეს, „ნაციონალურ მოძრაობას“, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარია იმაზე, რომ ამ რეალობაში, ძალაულების ერთ ხელში კონცენტრაციას სჯობს ძალაუფლება იყოს დანაწილებული. მე მგონი, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ჩვენ, საზოგადოებამ – დემოკრატია არ მუშაობს ისე, რომ იმედად ვიყოთ კარგი ადამიანების, არამედ მუშაობს 2, 3 დაპირისპირებულ ძალაში ბალანსის შედეგად“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „იმედის“ ეთერში.

ამავე თემაზე