2018-11-16 12:42:29
რატომ გაქრა ზურაბიშვილი საარჩევნო ბანერებიდან - საპრეზიდენტო კანდიდატი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა (ვიდეო)

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო ბანერებიდან მისი ფოტოს გაქრობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არც დღეს პასუხობს. 

საპრეზიდენტო კანდიდატი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა, შემდეგ მედიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა, თუმცა მაშინ, როდესაც ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა კითხვა საარჩევნო კამპანიიდან მისი "გაქრობის" შესახებ დაუსვეს, ის წავიდა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღეა დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში საარჩევნო ბანერები გამოჩნდა. ბანერზე სალომე ზურაბიშვილის სახელი - გვარია და საარჩევნო ნომერია მითითებული, თუმცა ბანერზე "ქართული ოცნების" სხვადასხვა ლიდერები არიან გამოსახულნი. 

მათ შორის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე თემაზე