2018-11-15 22:24:12
რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს მხოლოდ იცის - წულუკიანი სამხედროების შესაძლო გასამართლებაზე 

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება - იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სკანდალური განცხადების შემდეგ ამბობს, რომ რა აქვს დაგეგმილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და რა გამოძიება ჩაატარა უკვე ფატუ ბენსუდამ, არავინ იცის. 

თეა წულუკიანი ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროცესების პოლიტიზირებას ცდილობს.

„გამოძიებას, რა თქმა უნდა, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს მხოლოდ იცის მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ენმ-ის ყიჟინი ამ თემაზე. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რაც ვიცი, ვიცი ის, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობისგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებნინოთ, თუ ეს შეიძლება, მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ ის, რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე იმ ოსი მათი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული. დანარჩენი ყველაფერი, რასაც აკეთებს ენმ არის ამ პროცესის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, ეს არის სამარცხვინო,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე