2018-11-15 17:07:01
"ყველაფერი მოდის ხელისუფლებიდან...თავიანთ "კუდებსაც" მოუწოდებენ, ალაპარაკდნენ საფრთხეებზე" (ვიდეო)

"ყველაფერი მოდის ხელისუფლებიდან"- აცხადებს ზაზა სარალიძე მისი მისამართით განხორციელებულ მუქარებთან დაკავშირებით. სარალიძე აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძების ფარგლებში დღეს პოლიციაშიც იმყოფებოდა, სადაც მისი გამოკითხვა მოხდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბოლო დროს მისი მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებები გახშირდა, რაც დროში ემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე, დეპუტატ გაჩეჩილაძის გაფრთხილებას და თბილისის მერიის მიერ, მისი პირადი მონაცემების გასაჯაროებას:

"ამას თან ერთვის მერიისგან გასაჯაროებული ჩემი პირადი ინფორმაციები. ეს ყველაფერი ხდება ამ ერთი კვირის ფარგლებში. ყველაფერი ერთად დაემთხვა, შს მინისტრის განაცხადი, კუპატაძის განაცხადი, ბატონი გია გაჩეჩილაძის განაცხადი, ეს პოსტები.... ან ხელოვნურად ქმნის რაღაცას ეს ხელისუფლება და ცდილობენ ჩვენს დაშინებას და დისკრედიტაციას,  მაგრამ ამით ვერ დაგვაშინებენ" ამბობს ზაზა სარალიძე

ამავე თემაზე