2018-11-15 14:58:47
საარჩევნო ბილბორდებიდან გამქრალი ზურაბიშვილი - საპრეზიდენტო კანდიდატს მიზეზებზე საუბარი არ სურს

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ბილბორდიდან მისი ფოტოს გაქრობაზე კომენტარს არ აკეთებს.

თბილისსა და რეგიონებში მმართველმა პარტიამ ახალი საარჩევნო ბილბორდები გააკრა, სადაც "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არიან გამოსახულნი. ბილბორდს ნომერი 48 და სალომე ზურაბიშვილი აწერია, თუმცა ფოტო ბიძინა ივანიშვილის და სხვა ლიდერების აქვს. 

კითხვა - რატომ გაქრა მისი ფოტო, უპასუხოდ დატოვა. სალომე ზურაბიშვილი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული პირების მოსანახულებლად დამწვრობის ცენტრში მივიდა.

„ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე