2018-11-15 11:08:28
"არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას...სამწუხაროა, რომ ასე მოხდა"

არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას- აცხადებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან და გასათვალისწინებელია ქვეყანაში არსებული შიდა მიგრაციაც:

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ სწორედ შაბათ-კვირას აქვთ ძირითადად, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაციაც და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა იმისთვის, რომ ხმა მისცენ იქ, სადაც ისინი არიან რეგსტრირებულნი, რისი საშუალებაც სწორედ შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. ამიტომ, უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესია იყო და მე რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას. ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს, თუმცა უფრო მისასალმებელი იქნებოდა, რომ არჩევნები დანიშნულიყო შაბათ- კვირას",- განაცხადა ლომჯარიამ.

ამავე თემაზე