2018-11-15 10:15:16
ქართველ სამხედროებს დაკავება ელით - წულუკიანი ჰააგის სასამართლოზე (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების დაკავებას არ გამორიცხავს. განცხადება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში გააკეთა:

"ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა არის პროკურორი, ეს არის ის სასამართლო და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. ანუ, აქ საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება ვერასოდეს მხარე ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა" აცხადებს წულუკიანი.

მინისტრის ამ განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი:

"ჩემი აზრით, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც უშვებს და თან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქართველი სამხედროების ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე მოხვედრას, იუსტიციის მინისტრი ჩაერთო გამოცხადებული ღალატის ქრონიკაში და შეუდგა ქართველი სამხედროების ჰააგისთვის გადაცემისთვის ნიადაგის შემზადებას! თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს!" წერს ნიკა გვარამია

ამავე თემაზე