2018-11-15 09:56:19
ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა ღამის 12 საათამდე შეეძლებათ, ავღანეთში კი კენჭისყრა 26 ნოემბერს ჩატარდება

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათ დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. გადაწყვეტილებას საფუძვლად სწორედ ის ფაქტი უდევს, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება ავღანეთის მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.

ამავე თემაზე