2018-11-14 14:57:28
"სპეკულაციები" - კობახიძის აზრით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენას არ მოახდენს 

არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე - სპეკულაციებისთვის საფუძველი ნამდვილად არ არის - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

ცესკო-ში სხდომა, სადაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა გამოეცხადებინათ 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 19:00 საათამდე გადაიდო. არსებული ინფორმაციით, ცესკო არჩევნების დღედ შუა კვირაში, 28 ოქტომბერს ნიშნავს, რაც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის აზრით, ამომრჩევლის აქტივობაზე მოახდენს გავლენას. 

პარლამენტის თავმჯდომარე კი სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოჰყავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წელს არჩევნების სამუშაო დღეს დაინიშნა, თუმცა ამ ფაქტს ამომრჩევლის აქტივობაზე გავლენა არ მოუხდენია. 

„არჩევნების დანიშვნა არის ცესკო-ს პრეროგატივა. რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს არის დამოკიდებული ოქმის შეჯამებაზე. ცესკოს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლოეს ისტორიაში. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ამავე თემაზე