2018-11-14 14:52:07
"მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება" - ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ 

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი ცნობილია. პროექტს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე დღეს უყრის კენჭს. რეზოლუციაში მოხვდა  საქართველოს შედეგები დაბალი და საშუალო დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, რაც საქართველოს რეიტინგის კარგი მაჩვენებლით დასტურდება, თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად.

ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. დადებითად შეფასებულია საქართველოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელება. ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და განცალკავებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან. ნათქვამია, რომ კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კორუფციის მაღალი დონის საქმეების გამოძიების გამოცდილებას. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მიჩნეული თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიებასა და დევნის კუთხით ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც განცალკავებული იქნება პროკურატურის უფლებამოსილებისგან. ანგარიში ასევე მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე