2018-11-14 14:40:50
"გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია" - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, ცესკოს მიერ სხდომის გადადებას ეხმაურება. 

ცესკო-ში სხდომა, სადაც არჩევნების მეორე ტურის თარიღი უნდა გამოეცხადებინათ 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 19:00 საათამდე გადაიდო.

გიორგი ვაშაძის თქმით,  ცესკოს მხრიდან "გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია".

„ყველანი მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო. სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მით უმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე. გამარჯვებას ვერ გამოგვტაცებენ ამ თაღლითური სქემებით ვერც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე