2018-11-14 13:30:34
„გამოურთეთ მიკროფონი!" - დაპირისპირება და ხმაური იურდიული კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე- ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და "ევროპული საქართველოს" წევრები დაუპირისპირდნენ. მიზეზი კი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დკავშირებით, პარტიის მიერ მომზადებული რეზოლუცია გახდა, რომელიც განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში არ იყო. 

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობას ხორავას ქუჩის საქმეზე დადგენილების პროექტის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობა პროცედურების დაჩქარებას ითხოვს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმცირესობის წარმომადგენლებს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და მანდატურს სთხოვა მათთვის მიკროფონი გამოერთოთ. 

საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობა პოლიტიკურ დემაგოგიაში დაადანაშაულა. "კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?... პატარა ბავშვი არ ხარ ოთარ რომ არ გესმოდეს რას გეუბნები..." - მიმართა ეკა ბესელიამ ოთარ კახიძეს. 

პროტესტის ნიშნას ევროპული საქართველოს წევრებმა კომიტეტის სხდომა დატოვეს.

ამავე თემაზე