2018-11-14 11:20:02
ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი კანდიდატის წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ - ბესელია ოპოზიციაზე

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი კანდიდატის წარსულზე მორცხვად საუბრობდნენ, სალომე ზურაბიშვილს არარსებულ ფაქტებს აბრალებენ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. 

ეკა ბესელია ევროპარლამენტარის, ვიქტორ ბოშტინარუს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი რუსი ელჩი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. დეპუტატი ოპოზიციას ურჩევს ევროპელი დეპუტატების განცხადებებს მაინც მოუსმინონ, როდესაც ისინი მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატს ბრალდებებს უყენებენ. 

„თუ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არ ესმით, მგონია, რომ მათ უტიფარ შეფასებებსა და ბრალდებებს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება მაინც შეაკრთობს“, – განაცხადა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე