2018-11-13 16:24:23
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

„რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითგაიმართა  „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ და „რეფორმატიქსის“ მიერ გამოცემული  წიგნის   „ევროკავშირსადასაქართველოსშორისურთიერთობებისგაღრმავება“ პრეზენტაცია. აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრილოგიის ნაწილს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ახსნა-განმარტებას.  გამოცემა 4 ნაწილისგან შედგება, რომელთა შინაარსიც შემდეგნაირია: პოლიტიკის პრინციპები, სამართლის უზენაესობა და საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთახმება; ეკონომიკური თანამშრომლობა; სამართლებრივი და ინსიტუციონალური დებულებები.

წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა   სადისკუსიო ნაწილი, სადაც სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, გამოწვევებსა და პროგრესზე მსჯელობდნენ. აღნიშნული დისკუსიის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იყო.  დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს,   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე,  „რეფორმატიქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა  და პარტნიორმა  - თამარ კოვზირიძემ და  „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მეცნიერმა  და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა  - სთივენ ბლოკმანსმა.

მოხსენებების შემდეგ  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა  და დისკუსიაში ჩართვის საშუალება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს-სექტორსა და დარგის ექსპერტებს ჰქონდათ

ამავე თემაზე