2018-11-13 14:48:18
Air France საქართველოში შემოსვლას გეგმავს

“ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლას Air France გეგმავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანია 2019 წლის აპრილიდან თბილისიდან  პარიზის მიმართულებით ფრენების შესრულებს.

“Air France-ის წარმომადგენლებმა ოპერირების დეტალები გასულ კვირას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს,”-აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის თანახმად, დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

ამავე თემაზე