2018-11-12 20:54:50
სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ომბუდსმენი გამოკითხვაზე იმყოფება 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. ნინო ლომჯარია სამართალდამცავ უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სახალხო დამცველმა მუქარის შემცველი შეტყობინებები გაასაჯაროვა. 
"სამწუხაროდ, მსგავსი შინაარსის მუქარები არ განხორიელებულა მხოლოდ ჩემი მისამართით, ეს ხორციელდება სხვა უფლებადამცველების, აქტივისტების, ჟურნალისტების მისამართითაც. დღეს ასეთი მუქარის ადრესატი პრეზიდენტობის კანდიდატიც გახდა. ჩემი მხრიდან შეტყობინებების გასაჯაროვების მიზეზი იყო სურვილი - მიმეპყრო საზოგადოების და სამართალდამცველების ყურადღება, რათა ყველამ აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე და ანალოგიური მუქარა არ იყოს მისაღები და ნორმალური მოვლენა ჩვენ საზოგადოებაში," - განაცხადა შსს-ში შესვლამდე სახალხო დამცველმა.

ამავე თემაზე